20 წლის ქართველ კალათბურთელს, ალექსანდრე მერკვილაძეს აშშ-ს კოლეჯების ლიგაში წარმატებული თამაში ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი „ლოიოლა მერიმაუნტ ლაიონსის“ ღირსებას იცავს.
“ლომებმა” კლივლენდ სტეიტ ვიკინგსს უმასპინძლეს და 70:59 სძლიეს, ქართველმა ფორვარდმა კი 11 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
მერკვილაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.„ლოიოლა მერიმაუნტს“ საშინაო მოედანზე 7-დან 6 მატჩი აქვს მოგებული, საერთო ჯამში კი, 9 გამარჯვება და 4 წაგება მოუგროვდა და ვესთ ქოუსთის კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, თანაც მეორეადგილოსან მეტოქეს მხოლოდ მოგებით ჩამორჩება.
ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს ტულსასთან გამართავს.