ფრანგმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მან ერთ-ერთ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და მუნდიალი გამოტოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ბენზემა მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, დიდიე დეშამზე განაწყენდა, რადგან ამ უკანასკნელმა რეალის 9-იანი ტურნირის პლეიოფში არ გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ბენზემა უკვე გამოჯანმრთელებული იყო. შეგახსენებთ, რომ კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
„ბევრი ვიმუშავე და შეცდომებიც დავუშვი, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ და ამით ვამაყობ. მე დავწერე ჩემი ისტორია, რომელიც სრულდება“, – დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.