"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ნაწილი მეექვსე დღეა საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს. მოშიმშილე დეპუტატების თქმით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე თავს შეუძლოდ გრძნობს. ერთ-ერთმა დეპუტატმა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.
პარტიის წევრები, რომლებიც პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართავენ, ამბობენ რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა არ მიეცემა.