"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატზე თავდასხმას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი კირთაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მსგავსი ფაქტები, მმართველი გუნდისა და პირადად ირაკლი კობახიძის ხელწერაა. "რესპუბლიკური პარტიის" წევრის ხათუნა სამნიძის შეფასებით კი, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა მომრავლეს, რადგან "ქართული ოცნება" სიძულვილის ენით საუბრობს. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს ამ შემთხვევით სამართალდამცავი სტრუქტურები დაინტერესნენ. მან საზოგადოებას მეტი ტოლერანტობისკენ მოუწოდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გიორგი კირთაძეს, 19 დეკემბერს უცნობი პირი თავს დაესხა. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.