კანადაში, ქალაქ ვონში შეიარაღებული პირის მიერ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, განხორციელებულ სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზე მოკლა. მედიის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველები მოტივს, ჯერ კიდევ იძიებენ. იორკის პოლიციის უფროსის, განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს „საზარელი სურათი“ დახვდათ და მათ კორპუსის სხვადასხვა ბინაში მოკლული პირები იპოვეს.