სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება. კანონპროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ეს გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ კი, დაჯარიმებას - 600 ლარის ოდენობით.