„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმარებები მოჰყვა. თავად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გიორგი კირთაძეზე თავდასხმა ორგანიზებული იყო.გარდა ამისა ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ უმკაცრესად დაისაჯოს თავდამსხმელი. იმავე აზრზე არიან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც. მათი განცხადებით, მსგავსი ტიპის დანაშაულებები ხელისუფლებისგან არის წახალისებული.