ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია, თუ აგრესია დამარცხდება და ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ.
როგორც მან აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება გაეწიოს, რათა მან ეს ომი მოიგოს.
„მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც აგრესია მთლიანად დამარცხდება და ომის დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ალარ კარისმა ეს განცხადება 10 ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე გამგზავრებამდე გააკეთა.
რიგაში დაგეგმილი შეხვედრის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ნატო-ში კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს, ონლაინ რეჟიმში, სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.