ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო სრულად გამართლდა, სამი ოპოზიციური პარტიის - "სტრატეგია აღმაშენებელის", "დროას" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერები საერთაშორისო ასპარეზზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და სამართლებრივი საფუძვლების შექმნას აპირებენ. მათი მიზანი რუსეთის მიმართ რეპერაციის მოთხოვნაა, რათა ომში დაზარალებულ პირებს ზიანი აუნაზღაურდეთ.
ოპოზიციონერთა განმარტებით, ხელისუფლებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე. რითიც შესაძლებელი იქნება ამ შანსის გამოყენება და რუსეთი ფედერაციის დანაშაულის სრულად გამოვლენა.