"ბიზნეს პალიტრა" - ბუქარესტში მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოეწერა
ბუქარესტში ხელი მოეწერა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელშეკრულებას. შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგო უსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოკვეთა. პირველი - ეს არის წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით; მეორე - განვითარება ახალი გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურისა, კერძოდ კი შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი; მესამე -ერთობლივი პროექტები მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის - ენერგოეფექტურობა.
ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა „უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად“. მისივე თქმით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად აქცევს ქვეყანას დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად.
ამასთან, საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოებისა გაზრდისა და ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, სექტორის სამომავლო განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება წყლის, ქარის და მზის განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების პოლიტიკა.
თემაზე გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა" ენერგეტიკოსი გიორგი აბრამიშვილი საუბრობს