მსოფლიოს უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე, ილონ მასკი საჯაროდ აცხადებს, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა და ის ამჟამად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს. განცხადების გავრცელების შემდეგ, მასკმა საჯარო გამოკითხვაც დაიწყო და აღნიშნა, თანამდებობიდან გადადგომის საკითხს Twitter-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ.
გამოკითხვის დასრულებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ჯერჯერობით 13 მილიონი მომხმარებლიდან 56.4% მასკის გადადგომას უჭერს მხარს.Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება.
აღსანიშნავია, რომ ფრიდმანმა Twitter-ის მართვის იდეა მასკს თავად შესთავაზა, თანაც სრულად უსასყიდლოდ.