ტეილორ სვიფტის ახალმა ალბომმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა - Palitra News

ტეილორ სვიფტის ახალმა ალბომმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

2022-12-19 10:59:53+04:00

ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის მეათე სტუდიურმა ალბომმა Midnights Spotify-ზე რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს გამოსული ჩანაწერს სერვისზე დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი მოსმენა ჰქონდა. სვიფტმა ამისთვის თაყვანისმცემლებს მადლობა Twitter-ზე გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ „რაღაც წარმოუდგენელი“ გააკეთეს.