კიევში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ენერგოსისტემაში სიტუაციის დასტაბილურებამდე გათიშვის ნორმალური გრაფიკი არ იმოქმედებს.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 15 მათგანი გაანადგურეს