საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ - Palitra News

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ

2022-12-19 09:59:55+04:00

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს დეპუტატები მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ, იქამდე კი კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტს მხარს არ უჭერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია. ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, პროექტში ათზე მეტი ცვლილება შევიდა.