რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს და საჰაერო განგაში გრძელდება.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევში ირანული წარმოების ცხრა ერთეული „შაჰედის“ უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ნიკოლაევის რეგიონშიც განახორციელეს. გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ რუსი სამხედროების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში ექვსი დარტყმა განახორციელა.