საქსტატის თამახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 16.5%-ით, ანუ 226 ლარით მეტია. 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265 ლარით, ხოლო კაცების - 1 904 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 292 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
"დილის პალიტრის" სტუმარია ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე