საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველომ 35 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც წლიურ ჭრილში 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, გასულ წელს მოპოვებულია 148 ათასი ტონა ქვანახშირი და 16 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. ამასთან, შეშის წარმოება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4%-ით არის გაზრდილი.
ენერგორესურსების სტრუქტურაში უდიდესი წილი - თითქმის 74% ელექტროენერგიაზე მოდის. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება. ხოლო ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები და ელექტროენერგია