კახეთში უკანონო ტყით სარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს - Palitra News

კახეთში უკანონო ტყით სარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს

2022-12-18 12:12:50+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტები, გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებშია გამოვლენილია. მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 37 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.