საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი უწყობს. ის ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდონ, ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ კი სპეკულაციები დაასრულონ, რაც ქვეყანას რთული სიტუაციიდან გამოიყვანს.