საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ცერემონია რუმინეთში, გაიმართა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში, ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით უზრუნველყოფს.