შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, ამ პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი.
„ძალიან მახარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს, აზერბაიჯანის უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დაახლოებს ჩვენ პარტნიორებთან სამხრეთკავკასიის რეგიონში, დაგვეხმარება, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსის და მატარებლების მიწოდება მოხდეს. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა - აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას, ჩვენ ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება განახლებად ენერგიაზე ასეთ აქცენტს აკეთებს. ამ განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ეს ინიციატივა ჩვენ დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში - რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენ მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, უკრაინას ეს დაეხმარება ქვეყნის რეკონსტრუქციაში. როგორც ჩემი სიტყვებიდან ხედავთ, პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და მისი შესრულება ჩვენზეა. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები - ენერგო მიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
ჩვენ მზად ვართ, მახრი დავუჭიროთ ამ ინიციატივას იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს,რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება და საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.