შეერთებული შტატები მზადაა, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო.
„ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღჭურვილობა და სხვა დახმარება, რათა სწრაფად აღადგინოს გათბობის და ენერგეტიკული ობიექტები რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ”, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ მზად არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ, კერძოდ, უზრუნველყონ საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინელი ხალხის ეფექტური მხარდაჭერისთვის.