ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსის ძარცვის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - Palitra News

ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსის ძარცვის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

2022-12-17 12:52:37+04:00

ქუთაისში ორმა პირმა მუნიციპალური ავტობუსის უკანონოდ დაუფლება სცადა. არსებული ინფორმაციით, ორივე პირი მომხდარის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

არსებული ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა ის რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ პოლიციამ დააკავა.

დაკავებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე სოცილურ ქსელში წერს, რომ შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

"დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად", - წერს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამონისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.