სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. მისი განცხადების თანახმად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. თუმცა კარიმ ხანმა განმარტა, რომ მისი ოფისი გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. მიდინარე წლის 30 ივნისს, აგვისტოს ომის საქმეეზე ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ სამი ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.