6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ღია საზოგადოების ფონდმა", კავშირმა "საფარმა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ბრიუსელში, 5-თ 7 დეკემბერს გამართული ადვოკატირების ვიზიტი შეაჯამა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია 12-ი რეკომენდაციის შესრულების პროცესთან დაკავშირებით და განიხილეს ის მთავარი გამოწვევები, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის სჭირდება. მათი განმარტებით, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი რიტორიკა ევროკავშირთან დაკავშირებით, ასევე შეცვალოს პოზიცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.