პარლამენტთან ანტიკორუფციული მოძრაობის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გადადგომას მოითხოვენ.
„რატი ბრეგაძე, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო სჩადის დანაშაულებს. ამის გამო მოვედით აქ და ვაპროტესტებთ, რადგან იუსტიციის სამინისტრო უნდა იყოს კანონმდებლობის მთავარი დამცველი და ის არის მთავარი დამრღვევი. რატი ბრეგაძე არის ამის კლასიკური სახე, ის უნდა გადადგეს, წავიდეს," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ფარულავამ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.
„ორი ახალგაზრდა არის დაკავებული, რომელიც მშვიდობიანად გამოთქვამდნენ თავიანთ პოზიციას, მათ გაიტაცეს ჩვენი მეგობრები, არ ვიცი ამას რა ჰქვია, გაარიდეს თუ დააკავეს, მაგრამ ფაქტია, რომ მშვიდობიანად პროტესტის გამოთქმა დღეს არის დანაშაული,"- აღნიშნა მან.