პარლამენტში სახალხო დამცველის საკითხზე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ბოლო დახურული კონსულტაცია გაიმართება. მმართველ გუნდში კომპრომისების აუცილებლობაზე საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები მიუკერძოებელ კანდიდატზე შეჯერდებიან. ოპოზიციურ სპექტრს კი დამოუკიდებელ სახალხო დამცველზე შეთანხმების იმედი არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის დაკვეთას ასრულებს და მიუკერძოებელი ომბუდსმენის არჩევას არ აპირებს.