დატოვევენ თუ არა მანდატებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები? - ოპოზიციურ სპექტრში ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მანდატების დატოვების დრო არ არის და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები სწორედ სადეპუტატო მუშაობის შედეგია. “ნაციონალურ მოძრაობაში” იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად უკიდურეს საპროტესტო აქციებსაც მიმართავენ.