2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 174,8%-ით გაეზარდა. რაც შეეხება შემოსავლებს, 305 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 111 მლნ დოლარის ფარგლებში იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ტურიზმიდან სამი მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო