რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორშაბათს ბელარუსს ეწვევა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ბელორუსის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში შეხვდება.
ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.