მადრიდის რეალმა 16 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, ენდრიკ ფელიპეს ტრანსფერი დაადასტურა. ბრაზილიელი ვუნდერკინდის სანაცვლოდ "სამეფო კლუბი" პალმეირასს 40-იდან 60 მილიონამდე ევროს გადაუხდის.
ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა რეალთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, ხოლო ესპანურ გრანდში 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს - მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება.
16 წლის ენდრიკი შემტევი ნახევარმცველია. ის ბრაზილიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. მან ბრაზილიის ჩემპიონატის 2022 წლის სეზონში 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა - დუბლი შეასრულა ატლეტიკო პარანაენსესთან და ერთი გოლი ფორტალეზასთან გაიტანა.