დეპუტატების კითხვებს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უპასუხებს - Palitra News

დეპუტატების კითხვებს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უპასუხებს

2022-12-16 10:01:22+04:00

პარლამენტში, დღეს, 16 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მივა. ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.

მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.