"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტში გამოცხადებულ შიმშილობის დაწყებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უმჯობესი იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, საპარლამენტო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ აზრს. ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნევს პარტია "საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი, კახა ქემოკლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს.
შეგახსენებთ რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა სააკაშვილის სამკურნალოდ უხოეთში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.