რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ გაგრძელებიდან პირველი კადრი გამოაქვეყნა.„დღე პირველი. ჩვენი ბიჭი“, - ასეთი წარწერა დაურთო რეჟისორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრს, რომელზეც არტურ ფლეკი (ჯოკერია) გამოსახული, რომლის როლსაც ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.ფენიქსთან ერთად ფილმში ლედი გაგა ითამაშებს. სურათი ეკრანებზე 2024 წლის ოქტომბერში გამოვა.„ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა და მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლისთვის „ოსკარი“ მიიღო, კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“.