თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა - Palitra News

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა

2022-12-16 07:37:43+04:00

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა. პოლონელი რეჟისორი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას დაესწრება, სადაც ასევე ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“.მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. აღნიშნული ჯილდო ასევე გადაეცემა რეჟისორს, ოთარ იოსელიანს. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულებიც. ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.