ნოემბერში რუსეთიდან $316 მილიონი გადმორიცხეს - ზრდა წინა წელთან შედარებით 819%-ია - Palitra News

ნოემბერში რუსეთიდან $316 მილიონი გადმორიცხეს - ზრდა წინა წელთან შედარებით 819%-ია

2022-12-15 17:17:02+04:00

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უწყების ცნობით, 91 მლნ ამერიკული დოლარი ჩარიცხულია ევროკავშირის ქვეყნებიდან. $316 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე - 36 მილიონი დოლარით იტალიაა.