ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255 ლარს შეადგენდა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 253 ლარი იყო.