თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები.