საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმენენ.მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება პოლიტიკური დებატებიც. შეგახსენებთ რომ “მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.