მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა იუსტიციის მინისტრს ხვალ მოუწევს. რატი ბრეგაძე პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მიდის. დღეს კი კანონმდებლების წინაშე ანგარიშით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წარსდგება.