პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი ამბობს, რომ კადრების გავრცელებაზე სააკაშვილის თანხმობა არ ყოფილა. შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, მომხდარი სისხლისსამართლის დანაშაულია. სააკაშვილის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდება. მესამე პრეზიდენტის კადრები, რომელიც კლინიკა "ვივამედში" იმყოფება, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.