"დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანია, რომელსაც საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია.
წიგნის სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში, ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორის, კონსტანტინე არსაკიძის მოღვაწეობის შესახებ. რომანში მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს მეფე გიორგი პირველის მმართველობაზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, პერიოდულად აჯანყება. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავს, რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან. მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე, ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს.
მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს, ისევე როგორც თალაგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და შორენას მამა, რომელიც ჭიაბერზე არის დანიშნული.ერთ დღესაც მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რათა დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ამ ფაქტის შემდეგ მეფის სარდალი ზვიად ამირსპასალარი ახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. მეფე გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას, თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში.
ერთ დღესაც ნადირობისას მეფე გიორგი ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა რომელზეც არსაკიძეა შეყვარეული, მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვეტს და როცა გაიგებს არსაკიძისა და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოჰკვეთავს. შორენა კი ამის შემყურე თავს იკლავს.
კონსტატინე გამსახურდია 1893 წელს სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა და ელისაბედ თოფურიძის ოჯახში დაიბადა. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რომელიც მწერალმა 1911 წელს დაამთავრა და განათლების გასაგრძელებლად პეტერბურგის , კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებს მიაშურა.
კონსტანტინეს სამწერლო კარიერა 1909 წელს დაწერილი ლექსით დაიწყო, რომელიც მან აბაშისპირელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
მის ყველაზე ცნობილ რომანზე , „დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა კი მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი პერიოდულად 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“ .
რომანის მიხედვით გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი სახელწოდებით „დიდოსტატის მარჯვენა“ ,რომელიც ტელეეკრანებზე 1970 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილია მთავარ როლებს კი ცნობილი ქართველი მსახიობები: ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე ასრულებენ.
წიგნი პალიტრა ელის მიერ გამოიცა 2021 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე palitral.ge