ბრიტანელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს. ლაბორატორიაში გამოყვანილი ერითროციტები ორმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო. ტექნოლოგიის კლინიკური ცდები პროექტ Restore-ის ფარგლებში მიმდინარეობს.
ერითროციტები დონორთა ბაზიდან აღებული სისხლის ნიმუშებიდან გამოიყვანეს. პირველ ეტაპზე ბიომასალისგან ღეროვანი უჯრედები გამოყვეს, შემდეგ ეტაპზე კი მათი დიფერენცირება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივისგან განსხვავებით, ხელოვნური ერითროციტები ახალგაზრდაა - დონორთა სისხლში სხვადასხვა ასაკის უჯრედებია.
ხელოვნური ერითროციტების გადასხმა ანემიისა და სისხლის სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.