საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც სააკაშვილი განმარტავს, აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტარებისგან მიღებული შეტყობინება, რომელშიც ისინი შიმშილობის შეწყვეტას კატეგორიულად ითხოვენ.
"მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ", - ნათქვამია სააკაშვილის გზავნილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა მედიას გააცნო.
როგორც სააკაშვილი წერს, ევროპარლამენტარები ჰპირდებიან, მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ მისი ,,მინიმალური უფლებების დაცვა.”
,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.