საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ვერ ჩართვა, რაც პენიტეციურმა სამსახურმა ტექნიკური გაუმართაობით ახსნა, განხილვის თემად პარლამენტშიც იქცა.
ოპოზიციონერი კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" ვლადიმერ პუტინისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის დავალება მიიღო. სააკაშვილს პროცესზე დასწრების შესაძლებლობის არ მიეცმას კი პოლიტიკური გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
უმრავლესობის წევრები კი მართლმსაჯულების სისტემას ნდობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა პროცედურის დაცვით მიიღო.