მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ მილიონ 471 ათასი ერთეული შეადგინა. ეს კი 6.7%-ით ნაკლებია 2021 წლის მესამე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მესამე კვარტალში ვიზიტორების 37%-ზე მეტი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.
რაც შეეხება ვიზიტებისას გაწეულ საშუალო თვიური ხარჯების მოცულობას, 346 მილიონს ლარს აჭარბებს.