ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების პროექტს USAID-თან პარტნიორობით იწყებს. პროექტში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 1500 ქალი შეძლებს.
BTU-ს რექტორის ნინო ენუქიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ ტექნოლოგიებში ჩართულობას უზრუნველყოფს, რომლის დასრულების შემდგომაც ქალებს დასაქმების პროცესში მხარდაჭერა ექნებათ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება კერძო სექტორთან მჭირო თანამშრომლობა.
ამასთანავე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეების შექმნა. გარდა ტექნოლოგიების მოდულებისა მონაწილეების გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაშიც.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი