დინამო თბილისმა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე შეხვედრა გამართა და კვლავ დამარცხდა. საქართველოს წარმომადგენელბი 2022-2023 წლების სეზონში უკვე შეხვდნენ ესპანურ ბარსელონასა და ბერძნულ ოლიპიაკოსს. პირველ მატჩში დინამო 8:14 დამარცხდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 9:21.
რაც შეეხება მესამე ტურის შეხვედრას თბილისელები ბერძნულ ვულიაგმენის ესტუმრნენ და 7:12 დათმეს შეხვედრა. გარდამტეხი აღმოჩნდა შეხვედრის პირველი მეოთხედი, რომელიც ბერძნებმა 6:2 მოიგეს. ამის შემდეგ გუნდებმა უკვე თანაბრად ითამაშეს, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ქართველებმა ვეღარ შეძლეს. დინამოს შემადგენლობაშ თავი ბესო ახვლედიანმა, იოვან სარიჩმა და სტეფან პიაშივაციმ გამოიჩინეს 2-2 გოლით, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი ძიხწიარენკამ აიღო.
დინამო თბილისი A ჯგუფში 3 მარცხით ბოლო ადგილზეა, მათი შემდეგი მეტოქე, 20 დეკემბერს სტუმრად ხორვატული იადრანი იქნება.