ამ წელს UNICEF-მა გადაწყვიტა, სადღესასწაულო კამპანია ცოტა უფრო სევდიანი სიუჟეტით წარმოედგინა და საზოგადოებისთვის ბავშვების საჭიროებები შეეხსენებინა. სააგენტო SEK-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი Gifts of Tomorrow არის მცდელობა, გლობალური მაყურებლის ყურადღება მიიპყროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პატარების იმედიანი მომავალი.
სიუჟეტი იწყება ოჯახით, რომელიც შობას აღნიშნავს. პატარა ბიჭი საჩუქრად დათუნიას იღებს და სწორედ ამ დროს გაისმის აფეთქების ხმა. შეშინებული ბავშვი მშობლებისკენ გარბის, სათამაშოს კი ქაოსში ტოვებს… თავშესაფრიდან ავტობუსამდე და შემდეგ ქალაქის საზღვარზე უამრავი ტრაგედიაა მომხდარი… მოგვიანებით კი ბიჭი მარტო ზის ლტოლვილთა ბანაკში — UNICEF-ის თანამშრომელი მას კიდევ ერთ დათვს ჩუქნის.
სწორედ ეს სათამაშო ხდება „მთავარი მონაწილე“ იმისა, რომ ტრაგედია გამოვლილი ადამიანი ექიმი ხდება და თავად იწყებს სიკეთის კეთებას.