პრეზიდენტმა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - Palitra News

პრეზიდენტმა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

2022-12-14 09:09:41+04:00

განათლების ერთიანი ევროპული სისტემის ერთ-ერთი ავტორი და ფუძემდებელი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დამაარსებელი, მიხეილ მუსხელიშვილი ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პირველი ,,ქართულ-ევროპული მოძრაობის” დაარსებისა და ევროპულ უნივერსიტეტებში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებისათვის დაჯილდოვდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მისი ძმის შვილიშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.